GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95%-ით არის გაზრდილი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვეში, GCCA-ში - 619 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2078 შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 80 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 142 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 28 მოვაჭრეს - 48 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 50 325 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 საქმეზე - 56 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.

ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 201 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 140, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ხოლო სხვა დანარჩენზე - 63. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 68 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს