საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანარ ბაგიროვმა.

ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს

შორის გაფორმებული მემორანდუმი აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ADA უნივერსიტეტში (აზერბაიჯანის ინგლისურენოვანი დიპლომატიის აკადემია) საჯარო ლექცია ჩაატარა. ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა ადვოკატის პროფესიაზე და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების ფორმირების პროცესში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს