ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შემდეგ კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა.
დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.