რუსებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა სუმის ცენტრში საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, რის შედეგად მრავალსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა და 11 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულზე მოხდა.