ირანმა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე უარი განაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება ოთხშაბათს ერთ-ერთი შუამავლის მეშვეობით მიიღო.
წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რომელმა ქვეყანამ გადასცა თეირანს ვაშინგტონის წინადადება.
მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასევე, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.