მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ - ახლა რაც ხდება, სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობაა

პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ [ალასანია] მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა -მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ახლა, რაც ხდება ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა“.

„პატრიარქი ილია II იყო კომპლექსური პიროვნება. 2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - "ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა". ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი).

თუმცა მეორე მხრივ მე მახსოვს ისიც, თუ როგორ მიჭერდა ილია II მხარს 5 ჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს აქტიურად დავიწყე ამ დროშის გამოყენება, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ხუთჯვრიანი დროშა ბევრად უფრო ასახავდა ჩვენს ისტორიას და ღირებულებებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატების I რესპუბლიკის დროშა.

დროშას კრძალავდნენ, მას ხევდნენ, ჩემს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და მაშინ სწორედ პატრიარქის აქტიურმა ჩარევამ გააძლიერა ჩვენი პოზიციები.

პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა „თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში".

ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო ჩემს და სხვების დატყვევებაზე, მგონი, გვახსოვს.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა ახლა, რაც ხდება ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდს ყველა სფეროში საკმაოდ ჩქარა გადავლახავთ, თუ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ.

"იბრძოლეთ და ძლევთ" (ტარას შევჩენკო)“- წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა