გია ვოლსკი - გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი - ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება

გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება, რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი და ასეთივე მონაცემებით ხასიათდება ყველა მეუფე, რომელიც შედის წმინდა სინოდის შემადგენლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ოპოზიციისა და აქტივისტების განცხადებით, მეუფე შიო კონკურენტების ჩამოშორებას აპირებდა“.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეკლესიაში არ არსებობს არანაირი მექანიზმი კონკურენტების ჩამოშორების.

„საეკლესიო არჩევნების სისტემაში არანაირი კონკურენტების ჩამოშორების არანაირ მექანიზმი არ არსებობს. ვინც ეკლესიას ჩამოშორდა, რამდენიმე ადამიანის სახელი ვიცით, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება, რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი და ასეთივე მონაცემებით ხასიათდება ყველა მეუფე, რომელიც შედის წმინდა სინოდის შემადგენლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი იპოვიან ძალას, რათა გააგრძელონ ქვეყნის მსახურების ის ტრადიცია, რომელიც პატრიარქმა დატოვა. ეს არის ჩვენი ხედვა, ამ საკითხის მიმართ“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენება გრძელდება.

„ნებისმიერი თემის შემოტანა, რომ თითქოს შიგნით დაძაბულობაა, აზრთა სხვადასხვაობაა, რასაკვირველია ემსახურება არა იმ რეალობას, რომ თქვა, რომ მართლაც შეიძლება იყოს საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა - ისინი ისე ხატავენ ამ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, რომ თითქოს ეს არის სიმახინჯე, რაზედაც ისინი ამდენი ხანია ლაპარაკობენ ეკლესიასთან დაკავშირებით. ანუ გზა გრძელდება, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება, ჩრდილის მიყენება, უშვერი სიტყვებით ლანძღვა, ეს არის თემა, რომელიც გარკვეულწილად გაზარდა დღეს, ასეთ მასობრივ შეტევაში, რომელიც არჩევნების წინ არის ჩამოყალიბებული და ჩვენ თვალწინ ხორციელდება.

ვიმეორებ, ინტელექტი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ასევე პატრიარქის იდეების მიმართ მეუფეების მხრიდან, გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ ეს გზა გაგრძელდება, რომ სინოდი,კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოემსახურება თავის ქვეყანას მომავალში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი შეტევა ეკლესიაზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ბინძური და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა, როდესაც აირჩევა ახალი პატრიარქი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა