გია ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტზე - განცხადება, რაც თავის გასამართლებლად გააკეთა, არ აბალანსებს ჩვენს უნდობლობას - გამოაცხადა, რომ 5 საათზე დგებოდა და წერდა საქართველოში ჩამოსვლამდე, ეს აღიარებაც მიუთითებს, რომ მოტივირებულია, ხელისუფლება დააზიანოს

ის არგუმენტები, საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი, არც გადაიკითხა და შემდეგ გამოაცხადა, რომ დილის 5 საათზე დგებოდა და წერდა იმას უკვე საქართველოში ჩამოსვლამდე, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა რეპორტში - თუნდაც ეს მისი აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი არის მოტივირებული იმისთვის, რათა დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება,- ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის განცხადებები, რომლებიც მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტის კომპეტენციისა და ობიექტურობის მიმართ ეჭვი აქვს და ის განცხადებები, რომლებიც ექსპერტმა გააკეთა, არანაირად არ აბალანსებს ამ უნდობლობას.

„როდესაც ამ რეპორტიორს დაუყენეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული მაგალითია საჭირო იმისათვის, რათა საგარეო კურსის ცვლილება ან არჩევნების გაყალბება დაასაბუთოო, მან ამაზე უარი თქვა. გარკვეული ინფორმაციები, რომელიც მან მიიღო, გამოყენებულ იქნა მოხსენებაში, მაგრამ ეს ინფორმაციები მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ რევოლუციური გეგმის შემსრულებლები და დამწერები არიან. ის არგუმენტები, საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი, არც გადაიკითხა და ახლაც გამოაცხადა, რომ დილის 5 საათზე დგებოდა და წერდა იმას უკვე საქართველოში ჩამოსვლამდე, რაც საბოლოო ჯამში, აისახა რეპორტში - თუნდაც ეს მისი აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი არის მოტივირებული იმისთვის, რათა დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. პოლონეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ჩვენ არ ვილაშქრებთ პოლიტიკის მიმართ, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებას სხვადასხვა თემებზე აქვს, მაგრამ როდესაც საკითხი საქართველოს ეხება, გავიხსენოთ მათ დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომ სააკაშვილი კვდება და უნდა გათავისუფლდეს, რომ მწამებელია ხელისუფლება, რომელიც პასუხს სთხოვს ადამიანს, რომელმაც ქვეყანაში სისხლის კალო დაატრიალა, რომ მოწამლულია სააკაშვილი - ეს პოლონეთის ხელისუფლების პოზიციაა და პირდაპირ არის დაკავშირებული ეს ადამიანი, ხელფასს იღებს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომც არ იყოს დაკავშირებული, ის აღიარებს, რომ აბსოლუტურად არ გაითვალისწინა არაფერი, რაც ხელისუფლებამ წარუდგინა, არგუმენტები, რომლებზეც იმუშავა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ უწყებების და ექსპერტების, მაგრამ გაითვალისწინა მხოლოდ ის, რასაც ეუბნებიან ადამიანები, ვისაც აქ უნდა ომის გაჩაღება, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღება. თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამხელა მოხსენების დაწერა შესაძლებელია 2 კვირაში, მათთვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ დიდი ხნის წინ დაიწყო ამის წერა და თანაც დილის 5 საათზე დგებოდა, რომ ეს რეპორტი მოესწრო და ყოფილიყო ამ მოცულობის, რაც მან მომავალში გამოაქვეყნა აბსოლუტურად უტიფარი ტყუილებით გაჭედილი. აბსოლუტურად უპირისპირდება ეს მოხსენება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფის მოხსენებას, რადიკალურად განსხვავებულია. არანაირად არ აფასებს, ერთი სიტყვითაც კი, რომ რევოლუციის მცდელობა ნამდვილად იყო, დაპირისპირების მცდელობა ნამდვილად იყო, რაც ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში და ეს თითქოს არ მომხდარა. რასაკვირველია, ასეთი ადამიანის მიმართ, მისი კომპეტენციისა და ობიექტურობის მიმართ ეჭვი გვებადება და ის განცხადება, რაც შემდგომ თავის გასამართლებლად გააკეთა, არანაირად არ აბალანსებს იმ უნდობლობას, რაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პიროვნების მიმართ.“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტმა პატრისია გრჟებიკმა განაცხადა, რომ ის არ არის პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული და ანგარიშიც ეუთოსთვის მოამზადა და არა პოლონეთისთვის, რომლის მოქალაქეცაა.

ამასთან, ის გამოეხმაურა დიდი მოცულობის ანგარიშის მცირე პერიოდში მომზადებასთან დაკავშირებულ კრიტიკას.

„14-დღიანი სამუშაო პერიოდი „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ არის განსაზღვრული, რის შესახებაც საქართველო სრულად იყო ინფორმირებული. ვაღიარებ, რომ ეს უკიდურესად მოკლე დროა. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ვიღვიძებდი დილის 5 საათზე რათა ჩამეტარებინა ინტერვიუები, გამეანალიზებინა ჩემთვის გამოგზავნილი დოკუმენტები და ამასთანავე დამეწერა ანგარიში დოქტორ გჟეშკოვიაკთან ერთად და სათანადოდ წარმომედგინა ანგარიშში ჩემ მიერ მოგროვილი ან ჩემთვის მისიის ფარგლებში ყოველდღიურად გამოგზავნილი ჩვენებები. ცხადია, რომ ანგარიშის წერა საქართველოში ჩამოსვლამდე, მისიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ დავიწყე. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში მთელი დრო გამოვიყენე სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრაში და ყველა ჩემი თანამოსაუბრე ხედავდა რამდენად დეტალურ ჩანაწერებს ვაკეთებდი, რათა ანგარიშში მათზე მითითება დაუყოვნებლივ გამეკეთებინა. შეჯამებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ ანგარიშისადმი გამოთქმული კრიტიკის ეს ხაზი, რომლის მიხედვითაც ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული, ჩემი სამუშაოსთვის „არასტანდარტულ კომპლიმენტად“ მიმაჩნია. ანგარიში წინასწარ არ იყო მომზადებული. ანგარიში დაიწერა უკიდურესად შეზღუდული დროის პირობებში, რაც “მოსკოვის მექანიზმის” პროცედურით არის გათვალისწინებული. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ასეთ მოკლე დროში მომემზადებინა ყველაზე ყოვლისმომცველი ანგარიში",- განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ანგარიშის ფრთხილი ტონი ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა საკითხზე ეყრდნობოდა მთავრობის მიერ წარმოდგენილ განმარტებებს, რომელთაგან ზოგი დამაჯერებლად მიიჩნია, ზოგი კი - არა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა