ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ირანის იერიშის შედეგად ბნეი-ბრაკში, რამათ-განსა და თელ-ავივში საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები დაზიანდა.