ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავა

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი დააკავეს.

როგორც თამთა მიქელაძე განმარტავს, უცნობია ჟურნალისტის დაკავების მიზეზი და ასევე, მისი ადგილსამყოფელი.

,,დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საკუთარ სახლში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პოლიციამ დააკავა.

დაკავების მიზეზი და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე ჩვენთვის, როგორც მისი ადვოკატებისთვის, უცნობია.

გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1-ელ აპრილს აფგან სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში.

ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა.

თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე, რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით, სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას [რატომ არ ვიცი].

ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზისა და ადგილსამყოფელის დასადგენად. კარგი იქნება, თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში",- წერს თამთა მიქელაძე "ფეისბუქზე".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა