მოლოკნები, ბაპტისტები და „ხსნის არმია" ბზობას ზეიმობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანება და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია" წარმომადგენლობა საქართველოში დღეს ბზობას, ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა ქრისტიანს დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია განცხადებაში.