კათოლიკური ეკლესია აღდგომას ზეიმობს

კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

„სააღდგომო ლიტურგია თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ მაჭარაშვილმა.

ბათუმში მცხოვრები კათოლიკეები სულიწმინდის კათოლიკურ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.

ტაძარში მყოფ მრევლსა და სასულიერო პირებს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

ახალციხეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეს აღდგომა ახალციხის რაბათის წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იზეიმეს. საზეიმო მსახურებას მღვდელი მარეკ პრჟეჩევსკი უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ ტაძარში შეკრებილ მრევლს აღდგომა მიულოცა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

აღდგომა იზეიმეს რუსთავში მცხოვრებმა კათოლიკეებმა. საზეიმო წირვა რუსთავის ღვთაებრივი გულმოწყალების სახელობის კათოლიკურ ტაძარში აღავლინა ტაძრის მღვდელმსახურმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა.

წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს