რომის პაპმა ლეომ წმინდა აღდგომის ღამეს პეტრეს ბაზილიკაში გამართულ წირვაზე მორწმუნეებს მოუწოდა, ნუ გახდებიან გულგრილები მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ და მშვიდობისთვის იმოქმედონ.
მისი თქმით, უნდობლობას და შიშს საშუალება მიეცა, რომ ომის, უსამართლობისა და ხალხების, ერების იზოლაციის გზით ადამიანებს შორის კავშირები გაწყვიტონ.
„ნუ დავუშვებთ, რომ პარალიზებულები ვიყოთ!“ – მიმართა რომის პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მორწმუნეებს.
მან მრევლს მოუწოდა, მიჰყვნენ წმინდანების მაგალითს, რომლებიც, მისი თქმით, სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, რათა „ჰარმონიისა და მშვიდობის სააღდგომო საჩუქრები ყველგან გაიზარდოს და აყვავდეს“.
ცნობისთვის, გასულ კვირას რომის პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი არ მიიღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და „ხელები სისხლით აქვთ სავსე“. სამშაბათს მან პირდაპირ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მოუწოდა, მოძებნოს გამოსავალი ომის დასასრულებლად.