ქრისტეს აღდგომას ზეიმობს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში მცხოვრები პროტესტანტები ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც წირვა აღავლინა ეკლესიის მსახურმა გენადი მალაყმაძემ.
მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.