თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფართან აქცია გაიმართა.
ადგილზე მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები კვლავ შეიკრიბნენ. მათ მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „შეწყვიტეთ ძაღლების სასტიკი გენოციდი“.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დღესაც დაფიქსირდა ფაქტი, რომ ქალაქში რამდენიმე ძაღლი „მოიპარეს“.
„მოვედით, რადგან ძაღლები, რომლებიც ამოიცნეს მეპატრონეებმა არ არიან დაბრუნებულები. ქალაქში მათი მოტაცება გრძელდება. ტემპი შეაჩერეს, მაგრამ ბრძოლა აუცილებელია რომ ძაღლები კი არ ხოცონ, მათი ვაქცინაცია-სტერილიზაცია მოხდეს მეპატრონეებთან და მიმკედლებლებთან შეთანხმებით. ის რომ, ხელისუფლება ფარისეველია და სისხლისმღვრელი იმითაც დასტურდება, რომ ბზობა დღესაც დაფიქსირდა ფაქტი, რომ ქალაქში დაძრწიან და რამდენიმე ძაღლი მოიპარეს“,- აღნიშნავს ლაშა ჩხარტიშვილი.