უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკი დამასკოში შეხვდა სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა საკუთარ ხალხებს უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა შესთავაზონ.
„განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და მისი უკეთესობისკენ შეცვლის პერსპექტივები. ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გარემოებები - მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. არსებობს დიდი ინტერესი სამხედრო და უსაფრთხოების გამოცდილების გაზიარების მიმართ. ვაფასებ ჩვენი ხალხისადმი პატივისცემის სიტყვებს“, - წერს ზელენსკი.
ასევე, ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინის, როგორც საკვები პროდუქტების საიმედო მიმწოდებლის როლს და განიხილეს ერთობლივი შესაძლებლობები.
„ჩვენ კარგად გვესმის სირიის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე არსებული მდგომარეობა. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა გავაფართოოთ შესაძლებლობები როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე ხალხისთვის”, - აღნიშნავს ზელენსკი.