ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს - თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები აშშ-ს ყველა ოჯახს ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება - არ შეცდეთ

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ“ მიჰყავს და გააფრთხილა, რომ რეგიონი შეიძლება „დაიწვას“.

მან უპასუხა დონალდ ტრამპის განახლებულ მუქარას, რომელიც ირანისთვის ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის ბოლო ვადას უკავშირდებოდა.

„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები შეერთებული შტატების ყველა ოჯახს ცოცხალ ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ ნეთანიაჰუს ბრძანებების შესრულებას დაჟინებით ცდილობთ“, - დაწერა ღალიბაფმა X-ზე ინგლისურენოვან პოსტში.

ის აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი "სახიფათო თამაშის დასრულებაა" .

"არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მოიგებთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ახალი ვადა დაუწესა.

"სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8:00 საათზე“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.

მანამდე ტრამპა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაემუქრა ირანს ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის დაბომბვის თაობაზე, თუ თეირანი არ გახსნის სრუტეს.

"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა