ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გრძელდება სამაშველო ოპერაცია და მცდელობა კიდევ ორი ჩარჩენილი პირის მოსაძებნად“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნანგრევებში ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რომლებსაც მაშველები ეძებდნენ.