ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ ფეთახ თიკვაში 34 წლის ქალი, რომელსაც რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თელ-ავივში კი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა, რის გამოც ბომბები ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა.