სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვიდან დაახლოებით 150 მეტრში, დასრულების ეტაპზეა ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანიის — „გურუ ჰოლდინგის“ მაღალი კლასის, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „გურუ სტატუსის“ მშენებლობა.

„გურუ ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გურამ ჯიჯავაძის განცხადებით, „გურუ სტატუსი“ ქალაქში გამორჩეული საცხოვრებელი სივრცე იქნება, რომელიც მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ კომფორტსა და ცხოვრების მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. მისი თქმით, კომპლექსში ცხოვრება ადამიანისთვის გარკვეულ სტატუსსაც ნიშნავს, რადგან პროექტი განსხვავებული არქიტექტურული და ფუნქციური კონცეფციით გამოირჩევა.
„გურუ სტატუსში“ გათვალისწინებულია ყველა ის ელემენტი, რომელიც სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრებისათვისაა საჭირო — მაღალი ხარისხის მშენებლობა, გამართული ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი სერვისები. კომპლექსს ექნება გამწვანებული ბაღი, რესტორნები, ვერანდა, ინოვაციური სმარტ პარკინგის სისტემა, სავაჭრო ობიექტები, ფიტნეს კლუბი და კონსიერჟის მომსახურება. პრემიუმ კლასის უსაფრთხოების მუდმივი სისტემა კომპლექსს მაქსიმალურად დაცულ და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს თავისი მომხმარებლებისთვის”— აღნიშნავს გურამ ჯიჯავაძე.
კომპლექსიდან იშლება ზღვისა და მთის პანორამული ხედები, რაც ბათუმის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად ითვლება.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 60 მლნ ლარი შეადგინა.
„გურუ ჰოლდინგი“ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც სანდო რეპუტაცია აქვს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია 2012 წელს დაარსდა და ამ დროისთვის წარმატებით განხორციელებული აქვს ორი მსხვილი პროექტი, ხოლო რეგიონში ჯამურად ინვესტირებული თანხა 100 მლნ ლარს აღემატება.
სს „ბანკი ქართუ“ მომავალშიც მხარს დაუჭერს და დააფინანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, სტრატეგიულ და პერსპექტიულ პროექტებს.
(R)