„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა.
მათივე ცნობით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში 153 462 TEU დამუშავდა, 2025 წელს - 146 468 TEU, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 126 512 TEU. ტვირთის დამუშავებასთან ერთად, ასევე გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების მაჩვენებელიც.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 94 საკონტეინერო გემი მიიღო, 2025 წელს - 81, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.
კომპანიის მიერ 2026 წელს 63 758 ტონა ტვირთი დამუშავდა, 2025-ში 82 369 ტონა, ხოლო 2024-ში ეს რაოდენობა 37 281 ტონა იყო.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.