იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ემზადება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„ვამზადებთ დიალოგს ხელმძღვანელობის დონეზე შესაბამის დროს“, - განუცხადა მან საპარლამენტო კომიტეტს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან გეგმავენ მოლაპარაკებების გამართვას.
როგორც მედია წერს, იაპონიის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, რაც მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის ჰორმუზის სრუტის დახურვის მიმართ. გასულ თვეში მთავრობამ მხარი დაუჭირა კერძო სექტორის საწყობებიდან 15 დღისთვის საკმარისი ნავთობის მარაგის გამოყენებას, რაც მისი სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის ყველაზე დიდი გამოთავისუფლების შემთხვევაა.