Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, გავლენიანმა გამოცემამ „საქართველოს ბანკი“ 2026 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

ჯილდო ფინანსური გამოცემის - Global Finance-ის მხრიდან გაიცემა და იმ ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით, მდგრადი ზრდითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიებით გამოირჩევიან.

გლობალური საბანკო სექტორი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის და ფინტექში კონკურენციის ზრდის ფონზე კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას. 2026 წლის საუკეთესო ბანკების ჯილდო აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ აქტივებს და ამასთანავე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ციფრულ ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტში, რათა მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის საუკეთესო ბანკად დასახელება საქართველოში ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის ძალისხმევას, სწორ სტრატეგიულ ხედვასა და ინოვაციებზე მუდმივ ფოკუსს. ამასთან, ხაზგასმით აჩვენებს, რომ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებისთვის გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. Global Finance-ის მიერ მონიჭებული ჯილდო ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ეს კი გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალი და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული სერვისები და პროდუქტები, რათა მუდმივად ფეხი ავუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს“, აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა