„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე, „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის გამოფენასა და Test Drive-ს მართავს. ახალგახსნილ სადგურზე ერთდროულად 12 ელექტრომანქანის დამუხტვაა შესაძლებელი საშუალოდ 15 წუთში. აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობპროდუქტებთან შედარებით, ელექტრომობილის დამუხტვა მნიშვნელოვნად ეკონომიურია.
„ვისოლის“ ელექტროდამტენი კომპლექსი აღჭურვილია შვეიცარიული ABB და ჩინური SINEXCEL-ის თანამედროვე დამტენებით. არგვეთას ახალ დამტენ სადგურზე დამონტაჟებულია 360 კილოვატიანი ინოვაციური Power Bank - სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ერთ ავტომობილს მიაწოდოს 280 კვ.-მდე საათში. სადგურზე არსებული დამტენების ჯამური სიმძლავრე 720 კილოვატს აღწევს. „ვისოლის“ ელექტროდამტენ სადგურებზე ელექტრომობილები „ვისოლ ჯგუფის“ მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიით იმუხტება, რომელიც არგვეთასა და გორში მდებარეობს.
„ვისოლს“ ავტოგასამართ სადგურებზე ელექტროდამტენი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ეკო მეგობრული ტრანსპორტის მფლობელებისთვის „კეთილ მგზავრობას“ „ვისოლი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 9 ქალაქში განთავსებული 12 ელექტროდამტენი სადგურით უზრუნველყოფს, სადაც ერთდროულად 44 ელექტრომანქანის დამუხტვაა შესაძლებელი. დამტენი სვეტები კი სრულად ითვალისწინებს საქართველოში არსებულ ელექტრო ავტოპარკს და ევროპული, იაპონური და ჩინური წარმოების ელექტრომობილებისთვის შესაბამის დამტენს სთავაზობს მომხმარებელს.

როგორც „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აღნიშნავს, „ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად, ის, რომ „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს, ეს მათი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.
„კომპანია „ვისოლი“ რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ავითარებს ელექტროდამტენების სადგურებს. მოხარულები ვართ რომ ზესტაფონთან, არგვეთაში წარმოგიდგინეთ ახალი ყველაზე მძლავრი ელექტრო დამტენი, რომელიც განთავსებულია მაღალჩქაროსნულ გზაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. დღევანდელი ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოფენითა და Test Drive-ით ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობიან გადაადგილებასა და ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციას. „ვისოლი“ მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
ელექტრო დამტენის გახსნაზე იმყოფებოდა მოდელი ირინა ონაშვილიც. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “ვისოლი” მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ძალიან სწრაფი დამტენებით ისარგებლონ, რაც აღარ შექმნის გადაადგილებისას დატენასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
“მე პირადად მყავს ნახევრადელექტრო მანქანა. ძალიან კომფორტულია და რაც მთავარია ეკომეგობრულია, ვუფრთხილდები გარემოს და რაც ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიურია. მიხარია, რომ “ვისოლი” გვთავაზობს ასეთ მომსახურებას, კერძოდ, საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე შეგვიძლია ძალიან სწრაფი დამტენებით ვისარგებლოთ და დავტენოთ ჩვენი ავტომანქანები, აღარ შეგვექმნას დისკომფორტი დატენასთან დაკავშირებით”,- აღნიშნავს ირინა ონაშვილი.
“პორშეს” გაყიდვების გუნდის წევრები კი აღნიშნავენ, რომ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ელექტროსადგურების რაოდენობა ქართველში მომრავლდა.
“ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, მისთვის მარტივი იქნება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობა. სასიხარულოა, რომ ელექტრომანქანების გამოყენება გაიზარდა”, - აღნიშნავენ “პორშეს” გაყიდვების გუნდის წევრი ალექსანდრე ლოლოშვილი.
ელექტროდამტენი მანქანების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო TEGETA CARS-ის ქვეშ არსებული ბრენდების უახლესი თაობის ელექტრომობილები - 2025 წლის Porsche Macan Electric, Porsche Taycan, Volvo EX90 და Zeekr 7X, Solar Auto-ს 2026 წლის BYD T4 (სატვირთო/სადისტრიბუციო ელექტრომობილი) და 2025 წლის BYD HAN Special Edition, 2024 წლის Tesla Cybertruck AWD Foundation Series, E-Space – ის UNU ელექტროსკუტერები და სხვა.
ელექტროდამტენი სვეტების ქსელის განვითარებას „ვისოლ ჯგუფი“ „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, Wendy’s-ის, Dunkin-ის, Subway-ის ამერიკული რესტორნების, MP-ს სავაჭრო ცენტრების, „ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტების ტერიტორიაზეც გეგმავს, რითად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ელექტროტრანსპორტის დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას. „ვისოლმა“ ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში 2017 წელს, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე გახსნა და დამტენების ქსელის განვითარება კომპანია „E-Space“ - თან თანამშრომლობით დაიწყო.
(R)