ყირიმში თავდაცვის სამინისტროს An-26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის ჩრდილოეთ ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ოტროშჩენკოცაა, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა რეგიონული მთავრობის სხდომაზე.
„სამწუხაროდ, მათ შორისაა ჩრდილოეთ ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური ალექსანდრე ოტროშჩენკო“, - განაცხადა ჩიბისმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში Ан-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 31 მარტს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის წესების დარღვევის მუხლით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა.