მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს დიდი უბედურება 5-ჯერ ავაცილე - ყველაფრის მიუხედავად, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში, დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა სულ მალე მოგვეცემა

საქართველოს დიდი უბედურება 5-ჯერ ავაცილე - ყველაფრის მიუხედავად, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა სულ მალე მოგვეცემა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2021 წელს, საქართველოს გადარჩენის „სასოწარკვეთილ მცდელობა ჰქონდა“.

„საქართველოს დიდი უბედურება 5-ჯერ ავაცილე.

პირველად, როდესაც შევარდნაძე ჩამოვაცილეთ ხელისუფლებას, გამზადებული ჰყავდათ რუსებს ცალკე ვასაძე და ცალკე ივანიშვილი, პატარკაციშვილი, 2005 წელს ხელისუფლების ხელში ასაღებად.

მეორედ გადავარჩინე, როდესაც ასლან აბაშიძე ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას. ასლანი რომ დარჩენილიყო, საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ შედგებოდა.

მესამედ 2007 წელს პატარკაციშვილის რუსეთის დავალებით მოწყობილი გადატრიალების თავიდან აცილებით, მათ შორის ჩემი გადადგომით, ჩავშალე რუსეთის გეგმა.

2008 წელს ერთპიროვნულად მე გადავარჩინე საქართველო ჩემი კავშირებით, ჩემი მეგობრობით ჯორჯ ბუშთან, საერთაშორისო ავტორიტეტით, ჩემი ურთიერთობით საერთაშორისო პრესასთან, ჯართან, მოქალაქეებთან ერთად. არ ვიქნებოდი მე და 2008 წელს საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაესმებოდა!

სამწუხაროდ, ყველაფერს თავისი რესურსი აქვს, 2012 წელს ვერ შევძელი საქართველოს გადარჩენა.

2021 წელს, სასოწარკვეთილ მცდელობა მქონდა საქართველოს გადარჩენის, როდესაც უფსკრულისკენ მივდიოდით, რომ არ ყოფილიყო ომი ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ეს საქმე მაშინ გამოგივიდოდა. ყველაფრის მიუხედავად, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა სულ მალე მოგვეცემა. როდესაც დავიხსნით საქართველოს, როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო აჭარა, ასევე ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდებ იქნება აფხაზეთის გათავისუფლება. მჯერა, რომ მომავალი საქართველოს ადმინისტრაციული ქალაქი უნდა იყოს სოხუმი“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან“. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ასეთი „თვითმკვლელობები“ მისი მმართველობის დროს არ იყო, მას შემდეგ, „ყველა ვინც ივანიშვილს ხელ უშლიდა იმას დაეწყო მასობრივი დეპრესია და ყველამ სათითაოდ მოიკლა თავი“.

„შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის. ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო მფლობელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს ვაკისრებ.

შემდეგი იყო თამარ ბაჩალიაშვილი, მისი თვითმკვლელობის იმიტაცია მოხდა.

შემდეგი მკვლელობა იყოს მაშინ, როდესაც დავით გოგობერიშვილი მიუგზავნეს გიორგი ბაჩიაშვილს საქმის გასარკვევად და გასარჩევად, როდესაც მან ვერ შეძლო დავალების შესრულება, ის მოკლული იქნა და ამით დაშინდა ბაჩიაშვილი და ბოლო წერტილი იყო დავით გოგობერიშვილის ვითომ თვითმკვლელობა, საკუთარ გარაჟში. ამის შემდეგ ბაჩიაშვილი დანებდა.

ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემი მკვლელობის მცდელობა ციხეში. იფიქრეს, მაინც ნაშიმშილებია, დავაბრალებთ შიმშილობას, ახლა ომია ამისთვის ვის სცალია. რამდენიმე თვე ვებრძოდი სიკვდილს. განსაკუთრებით პირველ დღეებში არ ვიცი როგორ გადავრჩი.

რიჟვაძეზე პირდაპირ ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა. თუ ამას გავაანალიზებთ, მივხვდებით რომ საქმე გვაქვს ერთადერთ ხელწერასთან და სერიულ მკვლელებთან... ასეთი თვითმკვლელობები ჩემ დროს არ იყო, მას შემდეგ, ყველა ვინც ივანიშვილს ხელ უშლიდა იმას დაეწყო მასობრივი დეპრესია და ყველამ სათითაოდ მოიკლა თავი“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა