,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - რუსთაველის გამზირზე 8-9 აპრილს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
კერძოდ, ორგანიზატორების ინფორმაციით, 8 აპრილს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მემორიალთან ღამეს გაათენებენ.
,,თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება!” - 8 აპრილის, 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყება 9 აპრილთან დაკავშირებით დაგეგმილი სამოქალაქო ღონისძიებები:
8 აპრილი
20:00 - შეკრება პარლამენტთან
9 აპრილი
00:00 - ღამისთევა მემორიალთან
04:00 - პანაშვიდი
09:00–20:00 - სამოქალაქო მსვლელობები მემორიალთან
20:00 - შეკრება პარლამენტთან
მოქალაქეები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნავენ ორგანიზატორები.