ანტონიო კოშტა - ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა უზრუნველყოს

ახლო აღმოსავლეთში ხუთკვირიანი ომის შემდეგ, ცხადია, რომ მის ძირეულ მიზეზებს მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტა მოაგვარებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღება უკანონო და მიუღებელია.

„ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ვრცელდება ყველგან. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის სამხედრო კამპანიის გაფართოების მთავარი მსხვერპლიც იქნება“, - წერს კოშტა.

მისი განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა.

„როგორც ირანის პრეზიდენტ მესუდ პეზეშკიანთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს გავუსვი ხაზი, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა. ესკალაცია ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობას არ მოიტანს. ამას მხოლოდ მოლაპარაკებები, კერძოდ, რეგიონული პარტნიორების ხელმძღვანელობით მიმდინარე ძალისხმევა უზრუნველყოფს“, - აცხადებს კოშტა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა