სადაზღვევო კომპანია იმედი L მოგზაურების გვერდითაა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამჯერად, იმედი L-მა ანტარქტიდაზე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციაში მონაწილე მკვლევარები დააზღვია.
მსოფლიოს ყველაზე შორეული და ექსტრემალური ადგილებიც კი აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას იმ ადამიანებისთვის, ვინც კვლევას, აღმოჩენებსა და მოგზაურობას ემსახურება. ასეთ შემთხვევებში უსაფრთხოება და სანდო მხარდაჭერა კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მკვლევარი აკაკი ნადარაია გვიყვება რომ ანტარქტიკაზე ჩატარებული ექსპედიცია დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა მის კარიერაში. ექსპედიცია დაიწყო დედამიწის ყველაზე სამხრეთი ქალაქიდან-უშვაიადან (არგენტინა), რომელიც ცნობილია, როგორც „მსოფლიოს ბოლო წერტილი“. სწორედ აქედან გაემგზავრა მკვლევართა ჯგუფი თეთრი კონტინენტისკენ, სადაც სრულიად განსხვავებული, მკაცრი და ამავე დროს შთამბეჭდავი გარემოა.
“ამგვარი ექსპედიციის დაგეგმვა მხოლოდ მეცნიერული ინტერესით არ შემოიფარგლება, ის მოითხოვს სერიოზულ ლოგისტიკურ და უსაფრთხოების წინასწარ უზრუნველყოფას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევა იყო, რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ანტარქტიდაზე მოგზაურობის სპეციფიკურ მოთხოვნებს. სწორედ ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ მსგავსი ტიპის დაზღვევის უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე.
როგორც კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების მკვლევრისთვის, ანტარქტიკაში ყოფნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.მიუხედავად სირთულეებისა, სწორედ ამგვარი გამოცდილებები ქმნის ანტარქტიკულ ექსპედიციას უნიკალურს და დაუვიწყარს.ასეთ დროს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება კი ორმაგად მნიშვნელოვანია. - აკაკი ნადარაია, მკვლევარი.
„ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ იმედი L არის პარტნიორი, რომელიც ადამიანებს სთავაზობს მაქსიმალურად მორგებას სწორედ იმ საჭიროებებზე, რაც მათ გააჩნიათ. ადამიანების ცხოვრების განსხვავებული სტილიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ინდივიდუალური და მორგებული ზრუნვა სჭირდებათ. იქნება ეს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობა თუ განსხვავებული მიზნები, ჩვენ მომხმარებლის გვერდით ვართ და მათთვის ერთგვარი გარანტია ვართ, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. ნებისმიერი ემოცია და ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავალი, ერთგულ დაცვას საჭიროებს, რასაც იმედი L მომხმარებელს სთავაზობს. ანტარქტიდაზე მოგზაურობის დაზღვევაც ამის კარგი მაგალითია.“-ამბობენ იმედი L-ში.
იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევა ფარავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობას და აფინანსებს ისეთ აუცილებელ საჭიროებებს, როგორიცაა გადაუდებელი ამბულატორიული და ჰოსპიტალური, სტომატოლოგიური ან ოფთალმოლოგიური მკურნალობა, ასევე რეპატრიაციას - თუ დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას, სადაზღვევო პოლისი ამის ხარჯსაც დაფარავს. საჭიროების შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დახმარებისთვის, ქართულენოვან ოჯახის ექიმს მიმართოს დისტანციურად. ასევე, შესაძლებელია ბარგის და მოგზაურობის გადადების დაზღვევის პროდუქტებით სარგებლობაც. მომხმარებელს დაზღვევის შეძენა, მარტივად და სწრაფად, ონლაინ შეუძლია.
იმედი L უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მომხმარებლებს საიმედო სამოგზაურო დაზღვევით და მუდმივად ცდილობს, რომ მომსახურება მოგზაურის საჭიროებებს მოარგოს - იქნება ეს ტურისტული მოგზაურობა, საქმიანი ვიზიტი თუ სამეცნიერო ექსპედიცია, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე შორეულ წერტილებში.
(R)