გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მძღოლებისათვის გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა მატულობს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მძღოლებისათვის გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა მატულობს.

გზებზე გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ ისაუბრა.

ჯღარკავას ცნობით, მისმა უწყებამ ინსპექტირება 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ამ წლის განმავლობაში 2 980 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. 2024 წელს გამოიწერა - 5 565, 2025 წელს - 6 022, ხოლო 2026 წლის იანვარ-მარტში გამოწერილია 2 239 საჯარიმო ქვითარი.

რაც შეეხება გამოწერილი ჯარიმების ოდენობას, ლევან ჯღარკავას განცხადებით, დაჯარიმებული მძღოლების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ჯამში, 2 032 000 ლარია, საიდანაც გადახდილია 1 680 894 ლარი. ავტომობილების მფლობელის შემთხვევაში, გამოწერილია 2 466 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ამოღებულია 1 102 419 ლარი.

ყველაზე მეტი ჯარიმა გამოწერილია თბილისში (53%), ამის შემდეგ მოდის ბათუმი (18%), ქუთაისი (16%).

„საშუალო სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებით დღეში 20-22 ჯარიმა იწერება.

აღნიშნულ ქმედებაზე ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე მესაკუთრე, რადგან მფლობელმა დაზიანებული მანქანა მძღოლს არ უნდა გადასცეს. როცა მძღოლი ავტომობილის მფლობელს არ წარმოადგენს, პირველად შემთხვევაში 100 ლარით ჯარიმდება როგორც მძღოლი, ასევე მფლობელი. განმეორების შემთხვევაში - პირველად განმეორებისას ჯარიმა 300 ლარია, ხოლო მეორე და შემდეგი განმეორების შემთხვევაში - 600 ლარი.

ძალიან მაღალია სანქცია იურიდიული პირების შემთხვევაში. პირველ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არის 500 ლარი, მეორე შემთხვევაში - 1 500 ლარი, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში არის 3 000 ლარი.

პირებს, ვინც არ ეთანხმება, რომ მისი მანქანა გაუმართავია, აქვს ორი საათი იმისთვის, რომ სპეციალურ ცენტრებში ტესტირება გააკეთონ. თუ სპეციალურმა ცენტრმა ორი საათის განმავლობაში დაადასტურა, რომ მანქანა გამართულია, ჯარიმა გაუქმებას ექვემდებარება. ამის სტატისტიკა არის 2%-ზე დაბალი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკომიტეტო მოსმენისას.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა