ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს - საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო - ქვეყანაში შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო უცხოელი, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის

ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ, ბატონო პრემიერო თქვენ და თქვენს მთავრობას, თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო, ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 3,6 მილიარდის ინვესტიციაა განხორციელებული და ოფიციალური თბილისი და ბაქო მესამე ქვეყანაში ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებაზეც ფიქრობენ.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობრებო, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისა და მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობის განვითარებას. საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან განმსჭვალული. ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება - მეგობრულ, მეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში ვვითარდებით როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ, ბატონო პრემიერო, და თქვენს მთავრობას, თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო, ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატების აშენებით, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას.

თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვეობას, ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე საქართველოს მასალებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე, ჩვენი თანამშრომლობისა და მილიარდობით დოლარი იხარჯება ქვეყანაში, ზრდა არის შთამბეჭდავი, პირველი კვარტლის მონაცემები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს, საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნეს გარემოს აძლევს ამის საშუალებას, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს- 3,6 მილიარდი დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით და შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ერთდროული და საერთო ინვესტიციები. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი - მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე.“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა