საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტამბოლის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით, საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდა თემაზე - „სამართლიანი სასამართლო და დაცვის უფლება“. ირაკლი ყანდაშვილი ღონისძიებაზე მთავარი სპიკერის რანგში იყო მიწვეული. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საერთაშორისო აუდიტორიასთან ისაუბრა თემაზე - „ადვოკატთა ასოციაციის როლი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაში“.
„სიმპოზიუმში 40-მდე სახელმწიფოს 200-მდე ადვოკატი მონაწილეობდა. ღონისძიება ოფიციალურად სტამბოლის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა, ბრიუსელის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და პარიზის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნეს.
საერთაშორისო სიმპოზიუმი თურქეთში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს, პარიზის, ბერლინისა და ბრუსელის ადვოკატთა ასოციაციებთან თანამშრომლობით ჩატარდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციისთვის.