„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და ზრუნავს ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებაზე - ჯანმრთელობის, განათლების, პროფესიული გადამზადებისა და ადაპტაციის კუთხით. ფონდის შემომწირველების დონაციამ 2026 წლის პირველ კვარტალში 561,749.00 ლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან ფონდმა 129 000 ლარის დახმარება გაუწია 32 ბენეფიციარს, მათ შორის დაჭრილ მებრძოლებს, მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს.

გაწეული დახმარებებია:

  1. გადაუდებელი ოპერაციები 64 163 ლარი
  2. სამინისტროსთან ერთად 50% თანადაფინანსება 17 677 ლარი
  3. მეუღლეების დახმარება 9 708 ლარი
  4. სამედიცინო მომსახურება 8 646 ლარი
  5. პროფესიული გადამზადება 7 628 ლარი
  6. მედიკამენტები 6 241 ლარი
  7. შვილების დახმარება 15 156 ლარი
  8. ადაპტაცია 665 ლარი

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს. ფონდის შემომწირველები არიან ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

ფონდის თანადგომით, შესაძლებელი ხდება ჩატარდეს ბენეფიციარებისთვის ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ, გაეწიოთ დაშავებულ სამხედროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი ფართის ადაპტირება. ფონდი აფინანსებს პროფესიული გადამზადების კურსებსაც, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საჭიროებებს.

გარდა ამისა, ფონდი აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა სპორტულ გუნდს. გუნდი წარმატებით ასპარეზობს ყოველწლიურად საერთაშორისო ძლიერთა თამაშებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ შორის არის მჯდომარე კალათბურთი და მშვილდოსნობა. აღნიშნულ გუნდისთვის სპორტული ინვენტარი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” შეიძინა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით. რაც შეეხება პარამშვილდოსნობას, გუნდი აქტიურად ემზადება 2027 წელს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.

დიდი ყურადღება ეთმობა, ასევე, საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას ბენეფიციარებისთვის. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია „საბადოსა“ და ფონდს შორის გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.

ლიდერობის აკადემია „საბადო“ 2025 წელს გაიხსნა მანგლისში დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. ფონდი დიდ მადლობას უხდის აკადემიასა და ბატონ დავით ბეჟუაშვილს, ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერისთვის და მიზნობრივი ინიციატივისთვის. დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილები 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე "საბადოში" პერიოდულად ესწრებიან სხვადასხვა კურსებს და ვორკშოფებს ინტერესის მიხედვით.

ფონდი მუდმივად ახორციელებს გაწეული საქმიანობის პასუხისმგებლიან ანგარიშგებას. ფინანსური და წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია ფონდის ვებ გვერდზე.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა