საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა შრომითი მიგრაციის სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევები იყო.

„შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წელს შესული ცვლილებები და საქართველოს მთავრობის 2026 წლის N70 დადგენილება, რომელთა საფუძველზეც დაწესდა ახალი ვალდებულებები უცხოელი დასაქმებულებისა და მათი ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის, გაიწერა შესაბამისი პროცედურები იმ არარეზიდენტი თვითდასაქმებულებისათვის , რომლებიც მომსახურებას აწვდიან რეზიდენტ და არარეზიდენ იურიდიულ პირებს.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული სამართლებრივი და პროცედურული სირთულეები, რაც ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის დღიდან წარმოიშვა უცხოელთა დასაქმების ან მათგან მომსახურების მიღების პროცესში; ხაზი გაესვა ამ სირთულეების შესაძლო გავლენას რიგი მნიშვნელოვანი, მაღალტექნოლოგიური და დიდი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას სამუშაო პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და კოორდინირებული წარმართვის მიზნებისათვის

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ შრომითი მიგრაციის მართვის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეფექტური, თუმცა ამავდროულად, მან არ უნდა შეაფერხოს ბიზნეს საქმიანობა და ქვეყანაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვეხმარება, ბიზნესისაგან მივიღოთ დეტალური, პრაქტიკული ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე და ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა