ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში აეროპორტები დაბომბეს.
ისრაელის საჰაერო ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ირანის ბაჰრამის, მეჰრაბადისა და აზმაეშის აეროპორტებს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ათობით ვერტმფრენი და თვითმფრინავი განადგურდა.
მათივე განცხადებით, აეროპორტების ინფრასტრუქტურას „რეჟიმის შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა“.