დღეს ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში ყველაზე დიდი მასშტაბის დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხვალ დღევანდელზე კიდევ უფრო მეტი. ირანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მან ჭკვიანური არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ეს პრეზიდენტი არ ხუმრობს“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
მისი თქმით, ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციის შემდეგ „ირანის შეიარაღებული ძალები შერცხვენილი და დამცირებულია“.
„პილოტების ჩამოვარდნის მომენტიდან ჩვენი მისია არ შეჩერებულა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.