თბილისში, საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით უფასოდ, 60 წელს გადაცილებული 914 მოქალაქე სარგებლობს, სახელოვნებო კლუბებში კი 234 მოქალაქეა ჩართული

დღეის მდგომარეობით, თბილისში, საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით უფასოდ, 60 წელს გადაცილებული 914 მოქალაქე სარგებლობს. სახელოვნებო კლუბებში კი 234 მოქალაქეა ჩართული.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის, პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ 9 სპორტულ ცენტრში ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის დანერგვიდან დღემდე სპორტული სერვისებით უფასოდ, ჯამში, 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

რაც შეეხება 60 წელზე ზემოთ მოქალაქეებისთვის სხვა სერვისებს, სახელოვნებო მიმართულებით 60+ კლუბში 234 მოქალაქეა ჩართული. მათ შორის საბურთალოს რაიონში 110, თემქაზე 94, ხოლო დიღომში 30.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის სახელოვნებო კლუბი აერთიანებს შემდეგ სერვისებს: ხატვა, სიმღერა, ხელსაქმე, ვარჯიში და ცეკვა (ქართული, სამეჯლისო).

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს