რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანებას ღვთისმშობლის ხარებას ულოცავს.
მათი ცნობით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანება დღეს ხარებას დღესასწაულობს.
„ქრისტოლოგიაში ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად და საუკუნეების მანძილზე დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულად ითვლება. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.