Axios - შესაძლოა, დონალდ ტრამპმა შეთანხმების მიღწევის მიზნით ირანისთვის მიცემული დრო გაახანგრძლივოს

შესაძლოა, დონალდ ტრამპმა შეთანხმების მიღწევის მიზნით ირანისთვის მიცემული დრო გაახანგრძლივოს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, კერძოდ, მის მიერ დადგენილი დროის გასვლის შემდეგ ირანის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს და დაწესებული ვადა გაახანგრძლივოს.

„თუ პრეზიდენტი დაინახავს, რომ შეთანხმება ახლოს არის, ის სავარაუდოდ, ამის გაკეთებას გადადებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, „სკეპტიკურად“ არის განწყობილი, რომ ამჯერად პრეზიდენტი დადგენილ ვადას გაახანგრძლივებს.

გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესაუბრა, დონალდ ტრამპი მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭერდეს მხარს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი „ქორია“, ხოლო სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი მასთან შედარებით „მტრედები“ არიან.

წყაროს ინფორმაციით, ტრამპი მის მრჩევლებს ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმების შესახებ ეკითხება, თუ „რას ფიქრობენ ინფრასტრუქტურის დღესთან დაკავშირებით?“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს