უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში, რუსული ძალების მიერ სამგზავრო ავტობუსზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და თორმეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. მტერმა ნიკოპოლის ცენტრში, საქალაქო ავტობუსს FPV დრონით შეუტია“, - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ავტობუსი გაჩერებას უახლოვდებოდა, ამიტომ ადამიანები როგორც შიგნით, ასევე გაჩერებაზეც იმყოფებოდნენ.
„ეს შემთხვევითი დარტყმა არ იყო. ეს იყო განზრახ ტერორი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ალექსანდრ განჟამ.