საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტენს განუცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ მოჩვენებითია და ამ პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვთ.
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ეს ერთობაც მოჩვენებითია. ჯერ ერთი, ყველა განულებული და გაუბედურებულია, არც ერთს არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ყველამ იცის - ისინი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართველ ხალს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს ემსახურებიან, არამედ გარედან წამოსულ მითითებებსა და დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და არსებობს კონკრეტული მაგალითებიც ჩადენილი ამ ტიპის მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ მაინტერესებს, ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.