ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში მესამე ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს, - ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთით, შირაზში მდებარე ქარხანაზე იერიში ორშაბათს მიიტანეს.
ისრაელის არმიის მტკიცებით, აღნიშნული ობიექტი აწარმოებდა აზოტის მჟავას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში იყენებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში გუშინ კიდევ ორ ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს, მათ ნავთობქიმიურ ქარხანას ასალუიეში, სამხრეთ ირანში და მარვდაშტის ნავთობქიმიურ კომპლექსს ფარსის პროვინციაში.