გურამ მაჭარაშვილი - „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები ეხება თანხებს, რომელიც უცხოურ საელჩოებს თავიანთი ქვეყნებიდან თავიანთი საქმიანობისთვის ერიცხებათ და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებს, რომელიც კანონის ქვეშ ხვდება - ხდება დაზუსტება და არა ცვლილება

პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმ თანხას ეხება, რომელსაც უცხო ქვეყნების საელჩოები და საკონსულოები საკუთარი ქვეყნებიდან იღებენ და უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობისთვის ხარჯავენ.

მაჭარაშვილმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად საელჩოების მიერ გაცემულ გრანტებზე “გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი რეგულაციები კვლავ გავრცელდება და ამ თვალსაზრისით კანონში არაფერი იცვლება.

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში საუბარია თანხებზე, რომელიც თავად საელჩოებს, საკონსულოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყნებიდან ერიცხებათ. სწორედ ამ თანხებზეა საუბარი და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომელიც თავისთავად კანონის რეგულაციის ქვეშ ხვდება.

ამ თვალსაზრისით ხდება დაზუსტება და არა რაიმე ცვლილება. საელჩოები თავიანთი ქვეყნებიდან მიღებულ თანხებს თავიანთ თანამშრომლებთან რომ გამოიყენებს, გასაგებია, რომ ეს მისი მიზნებია. საელჩო საკუთარი ქვეყნიდან თანხებს იღებს და საელჩოს შიგნით თანამშრომლებისთვის ხარჯავს. “გრანტების შესახებ“ კანონის რეგულაცია ასეთ თანხებზე არ ვრცელდებოდა, მაგრამ საჭირო გახდა ამის დაზუსტება“, - განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

“ქართული ოცნება“ “გრანტების შესახებ“ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

“მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს