გურამ მაჭარაშვილი - სხვა სახელმწიფოებში, არამარტო სუს-ის უფროსის და მისი მოადგილეების საჯაროობა არის შეზღუდული დეკლარაციებთან დაკავშირებით, არამედ ბევრი სხვა თანამდებობის პირების - ჩვენც უნდა მივბაძოთ

ყველა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში [დეკლარაციის საჯაროობა] შეზღუდული აქვთ არამხოლოდ სუს-ის და ასეთი ტიპის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, არამედ ბევრი თანამდებობის პირებს - ჩემი აზრით, სამომავლოდ ჩვენც უნდა მივბაძოთ წამყვან ქვეყნებს არამხოლოდ ამ თანამდებობაზე [დეკლარაციის საჯაროობის შეზღუდვაში], - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ არის საჯარო სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის დეკლარაცია.

მისივე განმარტებით, სხვა თანამდებობის დეკლარაციის საჯაროობის ნაწილში, “შეისწავლიან წამყვან ქვეყნებში როგორ ხდება და ამის მიხედვით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომები უნდა იყოს მიღებული”.

რაც შეეხება კონკრეტულად მამუკა მდინარაძის დეკლარაციას, მაჭარაშვილის თქმით, მდინარაძეს საჯაროობის პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება.

მამუკა მდინარაძის არანაირი საჯაროობის პრობლემა არ ჰქონია და არც ექნება. ძალიან კარგად იცით თქვენც, მათ შორის საჯარო საზოგადოებამაც მისი ქონებებიც, შემოსავალიც და ყველაფერი. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რაც სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს, რომ არამარტო სუს-ის უფროსის და მისი მოადგილეების საჯაროობა არის შეზღუდული დეკლარაციებთან დაკავშირებით, არამედ ბევრი სხვა თანამდებობის პირების.

საქართველოს პრაქტიკა ის არის, რომ უნდა განვვითარდეთ, წინ წავიდეთ და მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც წარმატებულები არიან. ყველა ქვეყანაშია - მათ შორის შეერთებულ შტატებშია, დიდ ბრიტანეთში. იქ შეზღუდული აქვთ არამხოლოდ სუს-ის და ასეთი ტიპის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, არამედ ბევრი თანამდებობის პირების. ნელ-ნელა ჩვენ წავალთ არამხოლოდ სუს-ის, არამედ სხვა თანამდებობის პირების [დეკლარაციის საჯაროობის შეზღუდვაზე], რომლებიც იქ არის შეზღუდული. ეს ჩვენი აზრია ყოველ შემთხვევაში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია არა შევსების შეზღუდვაზე, არამედ მისამართების და მაიდენტიფიცირებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობაზე.

„საუბარია არა [დეკლარაციის] შევსების შეზღუდვაზე, არამედ ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე, რადგან საჯარო დეკლარაციაში არის მითითებული მისი, მისი ოჯახის წევრების მაიდენტიფიცირებელი საშუალებები და ა.შ. აქ არის საუბარი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი აზრით, სამომავლოდ ჩვენ უნდა მივბაძოთ წამყვან ქვეყნებს არამხოლოდ ამ თანამდებობაზე [დეკლარაციის საჯაროობის შეზღუდვაზე]. შევისწავლით წამყვან ქვეყნებში სად და როგორ ხდება და ამის მიხედვით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომები უნდა იყოს მიღებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია არა შევსების შეზღუდვაზე, არამედ მისამართების და მაიდენტიფიცირებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობაზე”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს