სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი - „საქართველოს განვითარების ბანკზე“ საუბარი გვქონდა, მაგრამ არ არის დასრულებული ამაზე მუშაობა და ფიქრი - მნიშვნელოვანია, ეს სწორად გაკეთდეს, ასევე, ამ ბანკის გამჭვირვალობა იქნება მნიშვნელოვანი

ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ინსტიტუტი, ძალიან ცუდი მაგალითებიც არსებობს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაკეთდეს, თუ გაკეთდება. ლოგიკა უნდა არსებობდეს განვითარების ინსტიტუტის არსებობაში - ამ ბანკის გამჭვირვალობა იქნება მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს „საქართველოს განვითარების ბანკის" შექმნას.

როგორც ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ეროვნული ბაკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ საკითხზე საუბარი ჰქონდათ, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„რაც შეეხება განვითარების ბანკს, ჩვენ ამაზე საუბარი კი გვქონდა მისიის ფარგლებში, მაგრამ ყველა დეტალი არ იყო მზად. არ არის დასრულებული ამაზე მუშაობა და ფიქრი. ვნახავთ, რა დაერქმევა ამ უწყებას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამიტომ ვისაუბრებ, პრინციპზე. ნამდვილად, ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ინსტიტუტი, ძალიან ცუდი მაგალითებიც არსებობს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაკეთდეს, თუ გაკეთდება. ლოგიკა უნდა არსებობდეს განვითარების ინსტიტუტის არსებობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი რაღაცებს ვერ დააკმაყოფილებს. აი, მაგალითად: პატარა ფერმები ან საშუალო საწარმოები, თუ ვერ ფინანსდება ბანკის კრედიტებით ან ფინანსურის სისტემა თუ არ არის მხარდამჭერი, მაშინ განვითარების ინსტიტუტი ამ დანაკლისს შეავსებდა, აქ იაქტიურებდა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მმართველობის სტრუქტურა ამ ბანკში ან ინსტიტუტში იყოს სწორი, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს. მაგალითად, გამჭვირვალობა იქნება მნიშვნელოვანი ამ ბანკის, ან ინსტიტუტის ანგარიშვალდებულება და ის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტში იქნეს ასახული. საერთო ჯამში, ძლიერი მმართველობის მქონე ინსტიტუტი უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ამ ინსტიტუტის საქმიანობა სწორად არის გათვლილი“,- განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

გარდა ამ საკითხისა, მან უპასუხა შეკითხვას Standby Program-ის შესახებ.

„ვიტყოდი, რომ სამი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, როდესაც ქვეყანა ითხოვს პროგრამას. პირველი არის დაფინანსების საჭიროება, მეორე შემთხვევა არის, როდესაც პროგრამით ხდება ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და მესამე- ბაზრის სიგნალი, რომ მთავრობა და ქვეყანა და მთავრობა ჯანსაღ პოლიტიკას მიჰყვება. პირველის შემთხვევაში საქართველოს დაფინანსება არ სჭირდება. წინა პროგრამის შემთხვევაშიც არ სჭირდებოდა. ამჟამად ძლიერია საქართველოს ეკონომიკური პოზიცია, განსაკუთრებით საგარეო, საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და მიმაჩნია, რომ ეს ასახულია ლარის სტაბილურობაში. ომის დაწყების დღიდან იყო თავიდან გარკვეული რყევები, მაგრამ შემდეგ ფულადი ერთეული დასტაბილურდა და ასახა ის ბუფერები, რომელიც შექმნილი აქვს საქართველოს. მეორე ფაქტორი- სამთავრობო პოლიტიკის მხარდაჭერა, როგორც ბატონმა მინისტრმა და ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანეს, ამ მიმართულებით წინსვლა არსებობს. ჩვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოვუყოფთ ამ პოლიტიკას, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმეზე ვერ ვთანხმდებოდეთ. პოლიტიკის მიმართულებით სულისკვეთება ერთი გვაქვს და ხორციელდება ყველა გაჟღერებული რეფორმა და აქ მხარდაჭერა გადავწყვიტე.

მესამე არის ბაზრის ნდობა. ევროობლიგაციების გამომუშავების საფუძველზე ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო ბაზარი კარგად ხედავს და რწმენა აქვს საქართველოს მიმართ. როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, თუ საჭიროება იარსებებს, მოთხოვნა თუ იქნება, მივიღებთ მხედველობაში, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში ხდება ხოლმე და ვაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას ქვეყანასთან თანამშრომლობით. ასეთი საზედამხედველო მისიების ფონზე წელიწადში ორჯერ ჩამოვდივართ ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობის შესამოწმებლად და იმ ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის, რაც ქვეყანაში არის აქტუალური მაკრო ეკონომიკური მართვის კუთხით“,- განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს