მოსკოვი უკიდურესად აღშფოთებულია ირანის საჰაერო ტერორის ფონზე უკრაინის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კავშირების სწრაფი გამყარებით - მათ ესმით, რომ უკრაინის უნიკალურმა გამოცდილებამ მკვეთრად შეცვალა მისი როლი რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსები უკრაინის წვლილის დაკნინებას პროპაგანდის გამოყენებით ცდილობენ.
„ისინი ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს უკრაინელ ექსპერტებზე დარტყმა განხორციელდა ან უკრაინა თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ა.შ. მსგავს სისულელეებს მომდევნო კვირების განმავლობაშიც ველოდებით“, - აცხადებს სიბიგა.
მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდა მიზანს ვერ მიაღწევს.
„ეს პროპაგანდა წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენმა პარტნიორებმა სპარსეთის ყურეში შესანიშნავად იციან, თუ როგორ უჭერს მხარს უკრაინა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და ხარჯთეფექტური დაცვის განვითარებას. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა მყარი საფუძველი ჩაუყარა მრავალწლიან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ამ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას იმის დასტურად მივიჩნევთ, რომ მოსკოვი აღიარებს უკრაინის წარმატებას და საკუთარ წარუმატებლობას“, - წერს სიბიგა.