მსოფლიო ჯანდაცვის დღეს თოდუას კლინიკა წეროვანის დევნილთა დასახლებიდან უერთდება

ჯანდაცვის მსოფლიო დღეს თოდუას კლინიკა წეროვანის დასახლებიდან უერთდება. „ერთად ჯანმრთელობისთვის“ - წელს მსოფლიოს მთავარ გზავნილად შეირჩა. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა სამედიცინო შემადგენლობა, რომელიც ახალგორს მოსახლეობისთვის სამედიცინო მხარდაჭერის ადგილზე გასაწევად ეწვია.

ადგილზე მოწყობილ სამედიცინო სივრცეს სხვადასხვა ჩივილით 100-მდე პაციენტმა, 180 სერვისის მისაღებად მიმართა. იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაციები კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური და უროლოგიური მიმართულებებით გაეწიათ. ასევე, თოდუას კლინიკის ექიმებმა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით ჩაატარეს ფარისებრი, სარძევე ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევები. სამედიცინო გუნდი თოდუას კლინიკის სამივე ფილიალის შემადგენლობით დაკომპლექტდა. ადგილზე ხელმისაწვდომი იყო თერაპევტის კონსულტაცია, პაციენტებზე გაიცა ჯანმრთელობის შესახებ ცნობებიც.

რეგიონში ვიზიტის მიზანს ჯანდაცვის მხარდაჭერა და პრევენციული დიაგნოსტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

თოდუას კლინიკის კლინიკური მენეჯერი, სოფო გოგნაძე აღნიშნავს, რომ უფასო კონსულტაციები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩატარდა:

„მოხარული ვარ,რომ ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ჩაიტარონ კონსულტაციები და კვლევები სრულიად უფასოდ, ეს ღონისძიება თოდუას კლინიკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტარდება და ემსახურება ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნა მან.

თეა თავართქილაძე, თოდუას კლინიკის სამედიცინო დირექტორი:

„ვულოცავ მედიკოსებს ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩამოვედით თოდუას კლინიკის სამივე ფილიალის სამედიცინო შემადგენლობით, ამ დღეს აქ ყოფნა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია .მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.

თეა ჩანგელია, თოდუას კლინიკის რადიოლოგი:

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს წეროვანის მოსახლეობასთან ერთად ვატარებ. 7 აპრილი წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის დღეს და რა შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე შევთავაზოთ სამედიცინო სერვისები“, - აღნიშნა თეა ჩანგელიამ.

ღონისძიება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. მსოფლიო ჯანდაცვის დღე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 78 წლის წინ დაარსდა, ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. მიზანი ცნობიერების ამაღლება, გლობალური ჯანდაცვის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაუმჯობესების წახალისებაა. მიმდინარე წელს თოდუას კლინიკის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს