ნათია თურნავა ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიაზე - ეს ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას

[ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისია] ეს პირველ რიგში, ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, როცა საქმე ეხება სამომხმარებლო საქონელს და საცალო ვაჭრობის ქსელებს, კონკურენცია უნდა არსებობდეს ბაზარზე, არ უნდა ირღვეოდეს და ფასწარმოქმნის პრაქტიკაც უნდა იყოს გამჭვირვალე.

„ჩვენ გვაქვს საქმე ორ სხვადასხვა რამესთან. ერთია მონეტარული პოლიტიკა ცენტრალური ბანკის, სადაც ძირითადი ბერკეტი არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ საპროცენტო განაკვეთი, ჩვენ მაკროეკონომიკის დონეზე ვახდენთ ფასების დინამიკის და ინფლაციის მართვას. რაც შეეხება კონკრეტულად მთავრობის ინიციატივას, როდესაც შეიქმნა კომისიები და ხდება განხილვა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე საცალო ვაჭრობაში არსებული ფასწარმოქმნის, ეს ემსახურება პირველ რიგში, კონკურენციის ხელშეწყობას, ემსახურება ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, რაც ევროპული პრაქტიკაა. ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას, ანუ ეს არის სტრუქტურული საკითხი, რაც არის სრულიად მთავრობის კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ავსებს. იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს უფრო ეფექტური, რა თქმა უნდა, კონკურენცია უნდა არსებობდეს ბაზარზე, არ უნდა ირღვეოდეს და ფასწარმოქმნის პრაქტიკაც უნდა იყოს გამჭვირვალე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სამომხმარებლო საქონელს და საცალო ვაჭრობის ქსელებს. აქ რაიმე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, პირიქით, სინერგიის ეფექტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები დაასრულა და ამ ეტაპზე, მედიკამენტების ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით, შესაბამის სუბიექტებთან მართავს შეხვედრებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს