ნათია თურნავა „იმედის ბანკზე“ - თუკი ახალი განაცხადი შემოვა, ჩვენ განვიხილავთ ამ ჩარჩოს მიხედვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ

თუკი ახალი განაცხადი შემოვა, ჩვენ განვიხილავთ ამ ჩარჩოს მიხედვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. წინასწარ მე არ შემიძლია ვინმეს შევყვე სპეკულაციებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარი ბანკის შექმნას აპირებს, მას შემდეგ რაც ის დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულობის“ მიზეზით POSTV-სთან ერთად დაასანქცირა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუკი იქნება რაიმე განაცხადი, ეროვნული ბანკი შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო, თუ როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია. არსებობს კანონი, არსებობს კანონქვემდებარე აქტები, არსებობს ჩვენი რეგულაციები, რომელიც არის საჯარო და ყველას შეუძლია გადახედოს. თუკი ახალი განაცხადი შემოვა, ჩვენ განვიხილავთ ამ ჩარჩოს მიხედვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. წინასწარ მე არ შემიძლია ვინმეს შევყვე სპეკულაციებში. თუკი იქნება რაიმე განაცხადი, ჩვენ ვიმოქმედებთ აქედან გამომდინარე. ჩვენი ქმედება არის რეგლამენტირებული კანონმდებლობით. ეს არის ჩვენი პასუხი. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობია, სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

ამის შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს