Reuters - ირანმა შუამავლების მიერ გადაცემული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

ირანმა შუამავლების მიერ გადაცემული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს, რაც აშშ და ისრაელი საჰაერო იერიშებს შეწყვეტენ.

ასევე, აშშ-მა და ისრაელმა პირობა უნდა დადონ, რომ დარტყმებს არ განაახლებენ და მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ნებისმიერი მომავალი შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს და ირანი სრუტეში გავლისთვის გადასახადს დააწესებს.

ამასთან, Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ირანი ნებისმიერი სახის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას უარყოფს და ასევე, თეირანმა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისთვის წინაპირობები წამოაყენა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს